Friday, November 25, 2016

კურდღლისებრნი


?
კურდღლისებრნი
თეთრი კურდღელი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:ცხოველები
ტიპი:ქორდიანები
კლასი:ძუძუმწოვრები
რიგი:კურდღლისნაირები
ოჯახი:კურდღლისებრნი

კურდღლისებრნი (ლათ. Leporidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი კუდღლისნაირების რიგისა. სხეულის სიგრძეა 30-60 ამ, აქვთ ბოლოწაწვეტებული, გრძელი ყურები, მოკლე კუდი. სახეობათა უმრავლესობას უკანა კიდურები წინაზე გრძელი აქვს. ფეხისგულები ხშირი ჯაგრითაა დაფარული. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, გარდა მადაგასკარისასამხრეთ ამერიკის სამხრეთ ოლქებისა და ანტარქტიდისა. ბინადრობენ მრავალფეროვან გარემოში. აქტიური არიან მთელი წელი. იკვებებიან ბალახით, ხის ქერქით, კვირტებით, ტოტებით. წელიწადში 4-ჯერ შობენ 2-8 (15-მდე) ნაშიერს, რომელთა უმეტესობას სხეული ბალნით აქვს დაფარული და სიარულიც შეუძლია. ოჯახში 8 გვარია. ყოფილ სსრკ-ში ბინადრობდა 5 სახეობის კურდღლისებრნი: ბოცვერი (Oryctolagus cuniculus), მანჯურიული კურდღელი (Caprolagus brachyurus), თეთრი კურდღელი (Leporidae timidus), რუხი კურდღელი (Leporidae europaeus), კურდღელი-ტოლაი (Leporidae tolai). საქართველოშიგვხვდება მხოლოდ 1 სახეობა (რუხი კურდღელი). აკლიმატიზებული არიან ავსტრალიასა და მრავალ კუნძულზე. კურდღლისებრთა მრავალი წარმომადგენელი სარეწაო ან სპორტული ნადირობის ობიექტია. ზოგი ზიანს აყენებს საძოვარს, ხეხილის ბაღს, ტყის ნარგავს, ავრცელებს ინფექციურ დაავადებათა გადამტანებს.
კურდღლის ნაშიერს ბაჭია ჰქვია.



რუხი კურდღელი

?
რუხი კურდღელი
Feldhase Schiermonnikoog.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:ცხოველები
ტიპი:ქორდიანები
კლასი:ძუძუმწოვრები
რიგი:კურდღლისნაირნი
ოჯახი:კურდღლისებრნი
სახეობა:რუხი კურდღელი

არეალი
Lepus europaeus range Map.png
ITIS 552501

რუხი კურდღელი (ლათ. Lepus europaeus) — ძუძუმწოვარი ცხოველი კურდღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 57-68 სმ, წონა 4-6 კგ. 7 კგ-მდე იშვიათად იზრდება. დამახასიათებელია სხეულის მსხვილი აღნაგობა. გარეგნულად თეთრანასგანგანსხვავდება შედარებით გრძელი ყურებითა (9,4-14 სმ) და კუდით (7,2-14 სმ). თვალები მოყავისფრო-მოწითალოა. გავრცელებულია ევროპაშიაზიასა და აფრიკაში. გვხვდება საქართველოშიც. ნამარხი სახეობები ცნობილია აზერბაიჯანისა და ყირიმის ნახევარკუნძულის პლეისტოცენური ნალექებიდან. ბინადრობს ღია ადგილებში, ტყე-სტეპის, სტეპისა და ნახევარუდაბნო-სტეპის ლანდშაფტებში.



















ოცვერი



?
ბოცვერი
Sylvilagus floridanus
Sylvilagus floridanus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:ცხოველი

ბოცვერი - მღრღნელთა სახეობის ცხოველი. ის ზოგჯერ ახალგაშენებული ხეხილის ნერგებსაც კი აზიანებს, განსაკუთრებით, ვაშლისა და მსხლის ქერქი უყვარს. ასევე უყვარს სტაფილოკომბოსტო და მუხუდო, ამის გამო კურდღელს მასიურად ანადგურებენ. 1958 წელს გამოცემული სპეციალური კანონით კურდღელზე ნადირობა აიკრძალა და მისი დაცვა გამრავლების ღონისძიებები გატარდა. ბოცვერი სხვა ცხოველებისაგან განსხვავებით, ზომასა და წონაში სწრაფად იზრდება. დაბადებიდან ერთი კვირის შემდეგ წონაში ორჯერ იმატებს[საჭიროებს წყაროს მითითებას], ერთი თვის შემდეგ კი–ათჯერ. კურდღელი ღამისცხოველია, სწორედ ამ დროს გამოდის საკვების მოსაპოვებლად, დღის განმავლობაში კი ბუჩქებში ისვენებს. დიდთოვლობისას თოვლს ღრმად თხრის და ნებივრობს[საჭიროებს წყაროს მითითებას].კურდღელი ყველა გარეულ ცხოველზე ინტენსიურად[საჭიროებს წყაროს მითითებას] მრავლდება და წელიწადში 3–4 თაობას იძლევა.

No comments:

Post a Comment